Sunday, November 4, 2012

საქართველო-რუსეთის ურთიერთიბა უძველესი დროიდან დღემდე

პროექტის სახელწოდება: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა უძველესი დროიდან დღემდე.

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: ვიმსჯელოთ და შევაფასოთ რუსეთ-საქართველოს ურთიეთობები.გამოვკვეთოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც განაპირობა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობამ.
პარალელი გავავლოთ უძველეს დროსა და დღევანდელობასთან.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლე სწავლობს ლოგიკური დასკვნების გამოტანას.პარალელების გავლებას,მსჯელობის უნარის გამომუშავებას.წერითი მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
პროექტის მიზნები:
·         მოსწავლე აანალიზებს და მსჯელობს საქართველო რუსეთის ურთიერთობის გამომწვევ ფაქტორებსა მიზნებსა და შედეგებზე.
·         მოსწავლე შეისწავლის კონფლიქტების მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს.
·         მოსწავლე ახასიათებს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საჭირო პირობებს.
·         მოსწავლე იკვლევს საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.
მონაწილეთა ასაკი: 16 წ.
ვადების/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოოსწავლეს შეუძლია დამატებითი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება.
·         მოსწავლეს შეუძლია კვლევის შედეგების შეჯამება და მიღებული ცოდნის სტანდარტული ფორმით წერილლობით გადმოცემა.
·         მოსწავლეს შეუძლია სხვადასვხა წყაროებიდან ინფორმააციის მოპოვება და შეჯერება.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელოები; ინტერნეტი; ფოტო-დოკუმენტური მასალები; დისკები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას, აჯერებენ ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის წყაროებს, აკეთებენ პროექტის პატარა მონახაზს. ამის შემდეგ წერენ პროექტს და აკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
პროექტის ხელძმღვანელი: მაია მინაძე.

ხელმძღვანელის                          ელ-ფოსტა:ist.mes108@gmail.com
                                               
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: istmes108.blogspot.com

No comments:

Post a Comment